ბრატისლავის „სლოვანის“ ფეხბურთელმა ანდრაჟ შპორარმა ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე „იბერიასთან“ მატჩის წინ კომენტარი გააკეთა.
"რთულ მატჩს ველი. ეს ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპია, ყველა გუნდი, რომლის წინააღმდეგაც ვთამაშობთ, თავისი ქვეყნის ჩემპიონია. ეს ნიშნავს, რომ მათ რაღაც იციან, მაგრამ „სლოვანი“ ვართ, ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა გვინდა. 100%-ით მჯერა, რომ ამის გაკეთება შეგვიძლია", - აღნიშნა სლოვენიელმა ფეხბურთელმა.
შეგახსენებთ, რომ „იბერია“ „სლოვანს“ 21 ივლისს უმასპინძლებს, ხოლო 29 ივლისს ბრატისლავაში ესტუმრება.







