„ლივერპულმა“ დომინიკ სობოსლაისთან ახალი კონტრაქტი გააფორმა. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.
ახალი ხელშეკრულების თანახმად, დომინიკი „ენფილდზე“ 2031 წლის ზაფხულამდე დარჩება.
„ალბათ, ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი დღეა. ყოველ შემთხვევაში, ჩემი შვილის დაბადების და „ლივერპულთან“ პირველი კონტრაქტის გაფორმების შემდეგ და საფეხბურთო კარიერაში ეს სამი თარიღის ყველაზე მთავარია. ბედნიერი ვარ“, - თქვა უნგრელმა.
დომინიკ სობოსლაი „ლივერპულში“ 2023 წლიდან თამაშობს და 147 მატჩში 28 გოლი აქვს გატანილი. მანამდე ის „ლიფერინგის“, „ზალცბურგის“ და „ლაიფციგის“ ღირსებას იცავდა.





