„ლიდს იუნაიტედმა“ „სასუოლოდან“ ბოსნიელი მცველი ტარიკ მუჰარემოვიჩი დაიმატა. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.
ტრანსფერის ღირებულებამ 40 მილიონი ევრო შეადგინა, მაგრამ „სასუოლომ“ მხოლოდ 20 მილიონი მიიღო, რადგან დანარჩენი 20 მილიონი „იუვენტუსს“ ერგო - კლუბს, საიდანაც ბოსნიელის კარიერა დაიწყო და „სასუოლოში“ გაყიდვისას კონტრაქტში ჩაიდო პუნქტი, რომლის თანახმად, მომდევნო ტრანსფერიდან „იუვეს“ 50% ერგებოდა. იორკშირელებთან ფეხბურთელმა 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
23 წლის ბოსნიელმა „სასუოლოს“ მაისურით ბოლო ორ სეზონში 63 მატჩი ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა. ბოსნიის ნაკრებში მას 17 თამაშში 1 გოლი აქვს გატანილი.





