სლოვაკურმა „დუნაისკა სტრედამ“ ინგლისის ჩემპიონშიფის ბინადარ „ბოლტოთან“ ამხანაგური მატჩი ქართველების გოლებით მოიგო.
გიორგი გაგუამ და ცოტნე კაპანაძემ ინგლისურ გუნდს ორჯერ გაუტანეს. ანგარიში მე-18 წუთზე გაგუამ გახსნა, ხოლო 20 წუთის შემდეგ კაპანაძე შეტევაში შედეგიანად ჩაერთო და ანგარიში 2:0 გახადა. „ბოლტონმა“ მატჩის მიწურულს შეამცირა სხვაობა, მაგრამ სლოვაკურმა გუნდმა 2:1 მოიგო.
„დუნაისკა სტრედამ“ მოსამზადებელი ეტაპი დაასრულა. 23 ივლისს, კონფერენს ლიგაზე „ველეჟ მოსტარს“ შეხვდება, ხოლო 26 ივლისს, სლოვაკეთის ჩემპიონატის პირველ ტურში „რუჟემბეროკს“ გაეჯიბრება.







