„მეცის“ ფეხბურთელმა გიორგი აბუაშვილმა ამხანაგურ მატჩში ორი გოლი გაიტანა. ქართველმა შემტევმა ბელგიური „სერენი“ დაამწუხრა.
„მეცმა“ სპარინგი არამეგობრული ანგარიშით მოიგო - 6:0, ხოლო აბუაშვილმა მეტოქის კარი 29-ე და 64-ე წუთებზე დალაშქრა, როცა ანგარიში ჯერ 2:0, მერე კი 3:0 გახადა.
„მეცი“ სპარინგებს „სოშოსთან“, „სიტარდთან“ და „კაიზერსლაუტერნთან“ გამართავს, 8 აგვისტოს კი, ლიგა 2-ის პირველ ტურში „გენგამს“ უმასპინძლებს.







