ფეხბურთი

0:37 | 18.07.2026 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: "ასტონ ვილამ" მანზამბი დაიმატა

ბირმინგემის „ასტონ ვილამ“ „ფრაიბურგიდან“ იოჰან მანზამბი დაიმატა. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.

ინგლისურმა კლუბმა გერმანელებს 60 მილიონი ევრო გადაუხადა და 20 წლის შვეიცარიელთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

მანზამბის შეძენა „ნიუკასლს“ სურდა, რომელსაც „ფრაიბურგთან“ შეთანხმება ჰქონდა, მაგრამ ფეხბურთელის სურვილი გადამწყვეტი აღმოჩნდა, რომელმაც „ჯორდებს“ „ასტონ ვილა“ ამჯობინა.

20 წლის ფეხბურთელი „ფრაიბურგის“ აღზრდილია, რომლის მაისურით გასულ სეზონში 47 მატჩში 7 გოლი გაიტანა. მანზამბი მიმდინარე მუნდიალზე ბრწყინავს და ერთ-ერთი მთავარი აღმოჩენაა, რადგან ოთხ შეხვედრაში 3 გოლით და 2 საგოლე პასით გამოირჩა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.163644