ფეხბურთი

11:08 | 18.07.2026 | ნანახია [] - ჯერ

ობამეიანგი ლა ლიგაში დაბრუნდა

ლა კორუნიის „დეპორტივომ“, რომელიც ლა ლიგაში დაბრუნდა, ვეტერანი ფორვარდი პიერ-ემერიკ ობამეიანგი დაიმატა. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.

ობამეიანგმა გასულ სეზონში „მარსელის“ მაისურით 41 მატჩში 14 გოლი გაიტანა და 10 საგოლე პასი გააკეთა. მას ესპანეთში „ბარსელონას“ რიგებში 2021-2022 წლების სეზონში აქვს ნათამაშები. გაბონელი სხვადასხვა დროს „ალ-ქადსიას“, „ჩელსის“, „არსენალის“, „დორტმუნდის“, „სენტ ეტიენის“, „მონაკოს“, „ლილის“, „დიჟონის“ და „მილანის“ წევრი იყო.

შეგახსენებთ, რომ „დეპორტივო“ ლა ლიგაში დაბრუნდა და მომდევნო სეზონს ესპანეთის ელიტალურ ლიგაში გაატარებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.089375