ფეხბურთი

11:45 | 18.07.2026 | ნანახია [] - ჯერ

"იუვენტუსი" ფრანკ კესის დამატებაზე მუშაობს

ტურინის „იუვენტუსი“ კოტ დივუარის ნაკრების ფეხბურთელის ფრანკ კესის დამატებას აპირებს.

„იუვემ“ აფრიკელ ნახევარმცველს, რომელიც თავისუფალი აგენტია, შეთავაზება გაუკეთა და კონტრაქტი 2028 წლამდე, კიდევ ერთი წლით განახლების ვარიანტით შესთავაზა, სეზონში 4.5 მილიონი ევროს ხელფასით.

კესის პასუხი ჯერ უცნობია, რომელსაც ნებისმიერ გუნდში გადასვლა უფასოდ შეუძლია. კესის იტალიაში თამაშის დიდი გამოცდილება აქვს, სადაც „ჩეზენას“, „ატალანტას“ და „მილანის“ ღირსებას იცავდა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.091552