ფეხბურთი

16:37 | 18.07.2026 | ნანახია [] - ჯერ

ლუის დე ლა ფუენტე: "თანახმა ვარ ყოველ წელს ფინალში გავიდე და იქ წავაგო"

ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუის დე ლა ფუენტემ მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში არგენტინის ნაკრებთან მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.

„ვფიქრობ, ფინალში თამაში ფუფუნებაა. ხელს მოვაწერდი ყოველთვის ფინალში მოხვედრას და იქ მარცხს. ამ მომენტით უნდა დავტკბეთ. საოცარ გუნდს ვეთამაშებით, რომელმაც ბოლო წლებში ყველაფერი მოიგო. შესანიშნავი შოუ გველოდება, ორი სუპერგუნდი ხვდება ერთმანეთს, რომლებიც მსგავსია. ვეცდებით, მატჩი ჩვენი ინტერესებიდან გამომდინარე წარვმართოთ. მსაჯი? ვფიქრობ, მსაჯსაც სურს შოუს ნაწილი იყოს. პრობლემა არ არის. საკმაოდ ვნერვიულობ, მაგრამ ეს ვერტმფრენის ბრალია, რითაც აქ მოვედი...

იამალი კარგადაა, ხვალ თამაში შეუძლია. ბოლო ვარჯიში გვაქვს, რაც ყველაზე კრიტიკული მომენტია. იამალი, როგორც მესი? მესი უნიკალური ფეხბურთელია, ახალგაზრდებისთვის მისაბაძი მაგალითი. ლამინი მისი ასაკიდან გამომდინარე შესანიშნავია, ის არავის უნდა შეედედაროს, უნდა დარჩეს ის, რაც არის. საფრანგეთთან კუნთში დაზიანება მიიღო, მაგრამ მატჩი დაასრულა, გუშინ კი, გადავწყვიტეთ, რომ დაგვესვენებინა.

მესი? „სევილიას“ ახალგაზრდული გუნდის მწვრთნელი ვიყავი, როცა ესპანეთის თასზე მასთან თამაში მოგვიწია. ვეცადეთ მისი შეჩერება, მაგრამ 4 გოლი გაგვიტანა. მის წინააღმდეგ დაცვა შეუძლებელია, მაგრამ ისინიც ფრთხილად უნდა იყვნენ ჩვენს ფეხბურთელებთან.

არგენტინა ბინძურად თამაშობს? არ ვიცი, რა ვთქვა, ყველას აზრს პატივს ვცემ. დიდი პატივისცემა მაქვს ამ ნაკრების მიმართ, რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონატი და ორჯერ კოპა ამერიკა მოიგო. სკალონი ჩემი მეგობარია, მას შესანიშნავი ფეხბურთელები ჰყავს. ყველა თამაში განსხვავებულია“, - თქვა დე ლა ფუენტემ.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთი - არგენტინის მატჩი 19 ივლისს, 23:00 საათზე გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.087188