ჩინეთის სუპერლიგის მე-19 ტურში ვაკო ყაზაიშვილის „შანდონ ტაიშანი“ „დალიანთან“ 1:3 დამარცხდა, მაგრამ ქართველმა ფეხბურთელმა გოლი გაიტანა.
ვაკომ მეტოქის კარი 36-ე წუთზე დალაშქრა, რითაც ანგარიშში ჩამორჩენა შემაცირა (1:2). თუმცა, მეორე ტაიმში სტუმრებმა კიდევ გაუშვეს და უქულოდ დარჩნენ.
ყაზაიშვილს ჩინეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში 19 მატჩში 5 გოლი აქვს გატანილი, ხოლო ხუთჯერ საგოლე პასი გააკეთა.
„შანდონ ტაიშანი“ 24 ქულით მეექვსე ადგილზეა და მომდევნო ტურში 26 ივლისს, „ჰენანს“ უმასპინძლებს.







