ფეხბურთი

18:10 | 18.07.2026 | ნანახია [] - ჯერ

"მეშახტეს" მწვრთნელად კახა ჩხეტიანი დაინიშნა

ტყიბულის „მეშახტეს“ მთავარი მწვრთნელი კახა ჩხეტიანი გახდა. მან ლადო ბურდული შეცვალა, რომელმაც იმერული გუნდი ცოტა ხნის წინ დატოვა.

გამოცდილი სპეციალისტი კარიერის განმავლობაში არაერთ ქართულ კლუბს ხელმძღვანელობდა. სხვადასხვა პერიოდში ის იყო თბილისის „დინამოს“, ქუთაისის „ტორპედოსა“ და ფოთის „კოლხეთის“ მთავარი მწვრთნელი.

ტყიბულის „მეშახტე“ ეროვნულ ლიგაში 11 ქულით ბოლო ადგილზეა და პლეი-აუტის ზონას 11 ქულით ჩამორჩება. სეზონის განახლებისას, იმერელთა პირველი მეტოქე 8 აგვისტოს, „სამგურალი“ იქნება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.094933