მიუნხენის „ბაიერნის“ და გერმანული ფეხბურთის ლეგენდამ, ლოთარ მათეუსმა მადრიდის „რეალში“ მაიკლ ოლისეს შესაძლო ტრანსფერზე კომენტარი გააკეთა.
როგორც მან თქვა, გამორიცხულია, რომ მიმდინარე ზაფხულს „ბაიერნმა“ ოლისე გაყიდოს:
„რა თქმა უნდა, ყველას სურს, ადრე თუ გვიან, „რეალში“ თამაში. მესმის ეს სურვილი, მაგრამ არამგონია, „რეალს“ შანსი ჰქონდეს. ვიტყოდი, რომ მომავალ წელს „რეალში" ოლისეს თამაშის შანსი პრაქტიკულად ნულის ტოლია.
ული ჰიონესი გადამწყვეტი გავლენის მქონე ადამიანია. თუ ული იტყვის, რომ ფეხბურთელი დარჩება, მიუხედავად იმისა, თუ ვინ დაურეკავს ან შეთავაზებას გაუგზავნის, მაშინ ეს ფეხბურთელი დარჩება“, - აღნიშნა მათეუსმა.
შეგახსენებთ, რომ მაიკლ ოლისეს დამატება „რეალს“ სურს და ამბობენ, რომ ფეხბურთელის სურვილიცაა მადრიდულ გრანდში გადავიდეს, მაგრამ ული ჰიონესმა ფრანგის გაყიდვა გამორიცხა.





