„ბარსელონას“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ჩავიმ კარიერულ გეგმებზე ისაუბრა. მან განაცხადა, რომ მას ეროვნული ნაკრების მართვა სურს, რადგან კლუბთან მუშაობა ოჯახს ნაკლებ დროს უტოვებს.
„ჩემი შემდეგი ნაბიჯი შეიძლება ეროვნული ნაკრები იყოს. ჩემთვის მისაღები იქნება და ეს არის ის, რაც მინდა. მყავს ოჯახი, პატარა შვილები. კლუბი არ მაძლევს საშუალებას, ამდენი დრო გავატარო ოჯახთან ერთად და ამას ღიად ვამბობ. მინდა მსოფლიო ჩემპიონატის, ევროპის ჩემპიონატის, აფრიკის ერთა თასის ან აზიის თასზე მწვრთნელობა“, - ციტირებს ხავი RNE audio-ს.
ჩავი „ბარსელონადან“ ორწელიწად-ნახევრის შემდეგ 2024 წელს გაათავისუფლეს. მისი ხელმძღვანელობით კატალონიელებმა ლა ლიგა და ესპანეთის სუპერთასი მოიგეს. მას შემდეგ ესპანელი კლუბის გარეშე დარჩა და ადრე რამდენჯერმე განაცხადა, რომ მას საერთაშორისო დონეზე მუშაობა სურს.







