ფეხბურთი

0:17 | 19.07.2026 | ნანახია [] - ჯერ

ფრანსისკო ტრინკაო კარიერას საუდის არაბეთში გააგრძელებს

ლისაბონის „სპორტინგის“ და პორტუგალიის ნაკრების ფეხბურთელი ფრანსისკო ტრინკაო კარიერას საუდის არაბეთში გააგრძელებს.

პორტუგალიელი „ალ-აჰლიში“ გადავიდა, ხოლო „სპორტინგმა“ 45 მილიონი ევრო მიიღო. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.

„ალ-აჰლიმ“ ტრინკაო რიად მაჰრეზის შემცვლელად დაიმატა, რომელმაც კლუბი დატოვა.

ფრანსისკო ტრინკაო „სპორტინგში“ 2022 წლიდან თამაშობდა და 208 მატჩში 47 გოლი გაიტანა. მანამდე ის „ბრაგას“, „ბარსელონას“ და „ვულვზის“ რიგებში გამოდიოდა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.158143