ფეხბურთი

22:54 | 18.07.2026 | ნანახია [] - ჯერ

თორნიკე კვარაცხელიას "ბარსელონა" აკვირდება

„დინამო თბილისის“ ფეხბურთელი თორნიკე კვარაცხელია „ბარსელონას“ ინტერესის სფეროშია.

როგორც blaugranas.fr წერს, კატალონიური გრანდი ყურადღებით აკვირდება კვარაცხელიას განვითარებას. ტრანსფერი მას შემდეგ იქნება შესაძლებელი, რაც ის 18 წლის გახდება. ჯერ საუბარია, კლუბის ახალგაზრდულ სექტორზე, რაც ლოგიკურია.

თორნიკე კვარაცხელიამ თემურ ქეცბაიას ხელმძღვანელობით „დინამოს“ მთავარ გუნდში დამკვიდრება უკვე დაიწყო. მას თამაშის შესაძლებლობა ეძლევა, როგორც ეროვნულ ლიგაში, ისე კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.172352