რაგბი

23:14 | 18.07.2026 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ჩილე ადვილად დაამარცხა

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა გუნდმა ერთა თასზე ზედიზედ მესამე გამარჯვება იზეიმა. პიერ-ანრი ბრონკანის გაწვრთნილმა „ბორჯღალოსნებმა“ სანტიაგოში ჩილე 49:22 დაამარცხეს და ჯგუფში ლიდერობა კიდევ უფრო გაიმყარეს.

მატჩი ქართველებისთვის რთულად დაიწყო - მესამე წუთზე ტრავმის გამო დავით ნინიაშვილმა მოედანი დატოვა. თუმცა ამან სტუმრების თამაში ვერ შეაფერხა. უკვე წუთში აკაკი ჭუმბაძემ ანგარიში გახსნა, ლუკა მატკავამ კი გარდასახვა ზუსტად შეასრულა.

მალევე ტრავმა გიორგი სუთიძემაც მიიღო. მისი ადგილი ჯინჭარაძემ დაიკავა და შეცვლიდან ხუთ წუთში ლელოც მიითვალა. მატკავამ კვლავ უშეცდომოდ დაარტყა. პირველ ნახევარში თავი ლუკა ივანიშვილმა და ბექა შვანგირაძემაც გამოიჩინეს, რის შედეგადაც საქართველო შესვენებაზე 28:15-ის უპირატესობით გავიდა. ჩილელებმა ამ მონაკვეთში ორი ლელოს, ერთი გარდასახვისა და ერთი საჯარიმოს გატანა შეძლეს.

შესვენების შემდეგ სურათი არ შეცვლილა. „ბორჯღალოსნები“ სრულ უპირატესობას ფლობდნენ, კიდევ სამი ლელო დადეს და მეტოქეს შანსი არ დაუტოვეს. მასპინძლებმა მხოლოდ შეხვედრის ბოლო წუთზე შეძლეს ანგარიშის შემცირება.

სამი ტურის შემდეგ საქართველოს ეროვნულ გუნდს 14 ქულა აქვს და ჯგუფს ერთპიროვნულად ლიდერობს. მომდევნო შეხვედრას ბრონკანის გუნდი 14 ნოემბერს ტონგას წინააღმდეგ გამართავს.

ჩილე - საქართველო 22:49 (15:28)

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.19312