საქართველოს ქვიშის ფეხბურთის ეროვნული ნაკრები ბათუმში მიმდინარე ევროპის ლიგის B დივიზიონის გათამაშებაში მესამე ადგილისთვის იბრძოლებს.
18 ივლისს გამართულ ნახევარფინალში საქართველოს ნაკრები ლატვიასთან დრამატულ შეხვედრაში 4:5 დამარცხდა. ჩვენი გუნდის შემადგენლობაში გოლები ლომიძემ, შამილაძემ, მახარაძემ და ქურდაძემ გაიტანეს.
მესამე ადგილისთვის შეხვედრაში საქართველოს ნაკრები 19 ივლისს ნორვეგიას დაუპირისპირდება. მატჩი ბათუმის ქვიშის არენაზე გაიმართება და 18:00 საათზე დაიწყება.
19:30 საათზე კი, ტურნირის ფინალში ლატვიის ნაკრები აზერბაიჯანს შეხვდება. აზერბაიჯანელებმა ნახევარფინალურ შეხვედრაში ნორვეგია 6:1 დაამარცხეს.







