საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელმა კილიან მბაპემ ლიონელ მესიმ გადაასწრო და მუნდიალის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირია.
ინგლისთან დუბლით მბაპეს მსოფლიოს ჩემპიონატზე სულ 22 გოლი დაუგროვდა და უკან მოიტოვა მესი, რომელსაც 21 გოლი აქვს გატანილი, მაგრამ არგენტინელს დღეს ფინალი აქვს სათამაშო და შესაბამისად, შანსია, რომ მბაპეს ისევ გადაასწროს.
„გულწრფელად, მერჩივნა არ ვყოფილიყავი საუკეთესო ბომბარდირი და მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში გვეთამაშა. მესი ფინალში გაიტანს, ის ასეთ მატჩებში ყოველთვის გადამწყვეტია“, - თქვა მბაპემ.
კილიანმა 22 გოლი სამ მუნდიალზე და 22 თამაშში გაიტანა: 4 გოლი 2018 წელს, 8 გოლი 2022 წელს და ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი გახდა, ხოლო 10 გოლი 2026 წელს და ამჟამად ბომბარდირებში ისევ პირველ ადგილზეა, მხოლოდ მესის აქვს მისი გადასწრების შანსი - ლეოს აქტივში 8 გოლია.
ვთქვათ ისიც, რომ 10 გოლით ბოლოს მუნდიალის ბომბარდირი 1970 წელს გერდ მიულერი გახდა. მას შემდეგ, ერთ მსოფლიოს ჩემპიონატზე ერთმა ფეხბურთელმა 10 გოლი პირველად გაიტანა.







