ფეხბურთი

12:55 | 19.07.2026 | ნანახია [] - ჯერ

ტუხელი: "ამ გუნდმა რაღაც განსაკუთრებული შექმნა"

ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა თომას ტუხელმა მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე ადგილისთვის შეხვედრაში საფრანგეთის ნაკრებთან გამარჯვების (6:4) შემდეგ კომენტარი გააკეთა.

„პირველ ტაიმი ბრწყინვალედ ვითამაშეთ და მეორე ტაიმი არასტაბილური გვქონდა. ნამდვილად დაღლილები ვიყავთ. ამიტომ, კომპლიმენტი ჩემს გუნდს დიდი პატივისცემა მენტალიტეტს, რომელიც ვაჩვენეთ. ყველა დაბრკოლების გადალახვა ფანტასტიკური შედეგია.

მეშინოდა დაღლილობის. ვიცოდით საფრანგეთის ნაკრები რამდენად სწრაფი გუნდია, მათ განცილებით ნაკლებად დატვირთული კალენდარიც ჰქონდათ ტურნირის განმავლობაში. რთული თამაში იყო, მათ დასვენებისთვის ერთი დღით მეტიც ჰქონდათ. მეორე ტაიმში ეს განსხვავება გამოჩნდა, სწორედ ფიზიკური მდგომარეობა მაშინებდა, მაგრამ არა მენტალური. ამ გუნდმა რაღაც განსაკუთრებული შექმნა, რაც კიდევ ერთხელ დაამტკიცა“, - თქვა ტუხელმა.

შეგახსენებთ, რომ ინგლისის ნაკრებმა საფრანგეთი 6:4 დაამარცხა და ისტორიაში პირველად დაიკავა მსოფლიოს ჩემპიონატზე მესამე ადგილი.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.156099