საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელმა ადრიენ რაბიომ ინგლისთან მატჩის შემდეგ ისაუბრა და აღნიშნა, რომ პირველი ტაიმი სამარცხვინოდ ჩაატარეს.
„პირველი ტაიმი სამარცხვინოდ დავიწყეთ. ზოგიერთ ფეხბურთელში ისეთი საქციელი შევნიშნე, როგორიც აქამდე არასდროს მენახა. ცოტა იმედგაცრუებული ვარ, რადგან ეს იყო ბოლო თამაში ამ ტურნირზე და კარგად დასრულება შეგვეძლო. ესპანეთთან მარცხის შემდეგ დიდი იმედგაცრუებაა, მაგრამ ბოლომდე სამუშაო გვქონდა და ასეთი უყურადღებო თამაშით ვერ დავკმაყოფილდებით. შესვენებაზე ამაზე ვისაუბრეთ, ვთქვით, რომ სიამაყე უნდა გამოგვეჩინა და მეორე ტაიმში ყველაფერი გაცილებით უკეთ წავიდა, რადგან პირველ ტაიმში ზოგიერთი საქციელი მიუღებელი იყო“, - თქვა რაბიომ.
შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის ნაკრები პირველი ტაიმის შემდეგ ინგლისის ნაკრებთან 0:4 მარცხდებოდა, მეორე ტაიმში სიტუაცია გამოასწორა, თუმცა საბოლოოდ 4:6 დამარცხდა და ტურნირი მეოთხე ადგილზე დაასრულა.







