ფეხბურთი

17:37 | 19.07.2026 | ნანახია [] - ჯერ

მბაპე: "ბომბარდირობას ფინალში თამაში მერჩივნა"

საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელმა კილიან მბაპემ ინგლისთან მატჩის (4:6) შემდეგ კომენტარი გააკეთა:

„თამაშს ორი ძალიან განსხვავებული ფაზა ჰქონდა. მესმის, რატომ შეიძლება ზოგიერთი ამბობდეს, რომ ეს ფარსი იყო, მაგრამ მე ვიტყოდი, რომ პირველ ტაიმში ჩვეულებრივ ადამიანებად ვიქეცით. სამწუხაროდ, სრულიად გაოგნებულები ვიყავით. მეორე ტაიმში ისევ უმაღლესი დონის ფეხბურთელები გავხდით. მოვახერხეთ ის, რაც ვიცით: მეორე ტაიმის მოგება, მაგრამ საბოლოოდ მატჩი ვერ მოვიგეთ. სამწუხაროა, განსაკუთრებით მწვრთნელის გამო. გვინდოდა მისთვის რაღაც გაგვეკეთებინა, მაგრამ სამწუხაროდ, პირველ ტაიმში ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, თითქოს იმედი გავუცრუეთ. თუმცა, ეს არ იყო ის, რისი ჩვენებაც გვინდოდა. ეს ფეხბურთია. გვინდა მადლობა გადავუხადოთ მწვრთნელს ყველაფრისთვის, რაც გააკეთა. ეს მატჩი დიდიე დეშამის ლეგენდას ვერ შელახავს. მესი ფინალში გაიტანს, ამაში ეჭვი არ მეპარება. ვცდილობ, ჩემს გუნდს გამარჯვებაში დავეხმარო. მირჩევნია, ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი არ გავმხდარიყავი და ფინალში მეთამაშა. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი მიღწევაა, მაგრამ ჩემთვის მთავარი არაა“, - თქვა მბაპემ.

შეგახსენებთ, რომ კილიან მბაპე 22 გოლით მსოფლიოს ჩემპიონატის ისტორიაში ყველა დროის ბომბარდირია, მაგრამ ლიონელ მესის მხოლოდ ერთი გოლით უსწრებს. მიმდინარე მუნდიალის ბომბარდირის ჯილდოსთვის ბრძოლა მათ შორისაა - მბაპეს 10 გოლი აქვს, მესის კი 8.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.089902