ლუკა მაისურაძემ ევროპის ღია პირველობა მოიგო. ტურნირზე, რომელსაც სარაევომ უმასპინძლა, ქართველმა ოთხ შეხვედრაში მოახერხა გამარჯვება.
90 კგ წონით კატეგორიაში მაისურაძემ ავსტრიელი საიფ-ისლამ ისლამჰანოვი, გერმანელი ვლადიმირ შტარკი, რუსი მიხაილ იგოლნიკოვი და იტალიელი ჯაკომო გამბა დაამარცხა, შედეგად, ოქროს მედალი მოიპოვა.
ევროპის ღია პირველობაზე, სადაც საქართველო გადახალისებული შემადგენლობით იყო, ორი ოქროს (ლუკა მაისურაძე, გიორგი სარდალაშვილი) და ერთი ბრინჯაოს (თორნიკე მოსიაშვილი) მედალი მოიპოვა.







