ფეხბურთი

18:50 | 19.07.2026 | ნანახია [] - ჯერ

ლა ლიგის პრეზიდენტი: "მსაჯობას მნიშვნელობა არ ექნება, ესპანეთი ფინალს მინიმუმ ორი ბურთით მოიგებს"

ესპანეთის ლა ლიგის პრეზიდენტმა ხავიერ ტებასმა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალის წინ ისაუბრა.

როგორც მან თქვა, ესპანეთის ნაკრები არგენტინას მინიმუმ ორბურთიანი სხვაობით დაამარცხებს და მსაჯობას მნიშვნელობა არ ექნება:

„მოუთმენლად ველი მატჩის დაწყებას. თუ ისე ვითამაშებთ, როგორც ვიცით, მსაჯობას მნიშვნელობა არ ექნება - ეს შეუმჩნეველი დარჩება. არ ვიცი, ოდესმე ყოფილა თუ არა, ან იქნება თუ არა ოდესმე, მსოფლიოს ჩემპიონატის მატჩი, როგორიც ესპანეთსა და საფრანგეთს შორის იყო. რამდენჯერმე ვნახე, მაგალითად, პედრო პოროს გოლი, ხელახლა ვნახე. მსგავს რამეს ვეღარასდროს ვიხილავთ. ფინალზე ჩემი პროგნოზი? ესპანეთი ერთ გოლზე მეტით მოიგებს“, - თქვა ტებასმა.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთისა და არგენტინის მატჩი დღეს, 23:00 საათზე გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.091727