„ბარსელონას“ პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალზე ისაუბრა. ის დარწმუნებულია, რომ ესპანეთის ნაკრები გაიმარჯვებს.
„რასაც ჩვენ ველით, ეს არის გამარჯვება, უნდა გვჯეროდეს გამარჯვების. ესპანეთს გუნდური თამაშის თვალსაზრისით არგენტინაზე უკეთესი გუნდი ჰყავს. არგენტინელებიც ძალიან ნიჭიერები არიან, მაგრამ, როგორც „ბარსას“ პრეზიდენტი, ხომ გესმით, რომ ეროვნულ ნაკრებში „ბარსელონას“ 8 ფეხბურთელის ყოლა სიამაყით მავსებს. ცხადია, საქმე მხოლოდ „ბარსას“ მოთამაშეებს არ ეხება: არიან სხვებიც, რომლებმაც იციან, როგორ ითამაშონ ორი შეხებით და ამას ძალიან კარგად აკეთებენ.
მესი და ლამინი? ბედნიერი ვარ, რადგან ლეო „ბარსას“ დიდებული ისტორიის ნაწილია, ყველაზე დიდებული და ის კვლავ გადამწყვეტია. თუ ის ბურთს საჯარიმოსთან ან საჯარიმოში მიიღებს, ის საშიშია და მისი კონტროლი მოგვიწევს. რაც შეეხება ლამინს, ის გენიოსია. მას ძალიან კარგად ვიცნობთ, ის ჩვენი შეტევის ცენტრია. ვფიქრობ, რომ ეს ლამინის თამაში იქნება, იმედი მაქვს და მჯერა, რადგან მას დიდი პიროვნება აქვს, ის ძალიან მამაცია და არის ფეხბურთელი, რომელსაც გამოწვევები უყვარს. ლამინი მოუთმენლად ელის თამაშს“, - თქვა ლაპორტამ.
შეგახსენებთ, რომ ესპანეთისა და არგენტინის მატჩი დღეს, 23:00 საათზე გაიმართება.





