ფეხბურთი

22:30 | 19.07.2026 | ნანახია [] - ჯერ

კლოპი: "გერმანიის ნაკრებში ჩემი დანიშვნა მალე დადასტურდება"

იურგენ კლოპმა დაადასტურა, რომ გერმანიის ნაკრებს ჩაიბარებს. ამის შესახებ მან განცხადება მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალის წინ პირდაპირ ეთერში გააკეთა.

„განცხადების გაკეთებსგან არც ისე შორს ვართ. იდეალურ შემთხვევაში, ეს უახლოეს დღეებში მოხდება“, - განაცხადა კლოპმა Magenta TV-ის ეთერში.

კლოპი გერმანიის ფეხბურთის ფედერაციასთან ოთხწლიან კონტრაქტს გააფორმებს და "ბუნდესნაკრებს", როგორც მომავალი ევროპის ჩემპიონატისთვის, ისე მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მოამზადებს.

იურგენ კლოპს „მაინცში“, „დორტმუნდსა“ და „ლივერპულში“ უმუშავია - სამივეგან მან დიდ წარმატებას მიაღწია და ახლა ეცდება, რომ გერმანიის ნაკრები კრიზისიდან გამოიყვანოს.

შეგახსენებთ, რომ გერმანია მსოფლიოს ჩემპიონატს 1/16-ფინალში პარაგვაისთან მარცხით გამოეთიშა, რის შემდგომაც, იულიან ნაგელსმანი გუნდიდან წავიდა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.160918