ფეხბურთი

2:44 | 20.07.2026 | ნანახია [] - ჯერ

როდრი მსოფლიოს ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს

ფიფამ მსოფლიოს ჩემპიონატის დასრულების შემდეგ საუკეთესოები დაასახელა.

2026 წლის მუნდიალის საუკეთესო ფეხბურთელად ესპანეთის ნაკრების ნახევარმცველი როდრი დასახელდა. მან ორი წლის წინ ევროპის ჩემპიონატის MVP-ის ჯილდო მიიღო, ახლა მსოფლიოს ჩემპიონატის.

ტურნირის ახალგაზრდა ფეხბურთელადაც ესპანელი აღიარეს - პაუ კუბარსი, ხოლო საუკეთესო მეკარედ უნაი სიმონი დასახელდა. ასე რომ, ყველა ჯილდო ესპანელებმა მიიღეს.

საუკეთესო ბომბარდირი ფრანგი კილიან მბაპე გახდა 10 გოლით.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში ესპანეთმა არგენტინა დამატებით დროში 1:0 დაამარცხა და ისტორიაში მეორედ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.156621