ფეხბურთი

10:22 | 20.07.2026 | ნანახია [] - ჯერ

სკალონი: "თავიდან აშენება რთული იქნება, პრეზიდენტს უნდა ვესაუბრო"

არგენტინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლიონელ სკალონიმ მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში ესპანეთის ნაკრებთან (0:1) მარცხის შემდეგ ისაუბრა.

მან ძირითადად თავის მომავალზე გააკეთა კომენტარი და არ გამორიცხა, რომ „ალბისელესტე“ დატოვოს:

„დეკემბრამდე გვაქვს დრო, ამიტომ, ეს ჩემთვს აქტუალური საკითხი არ არის, არ მგონია, AFA-სთვისაც იყოს. ლეოსთან არ მისაუბრია, რაც შეეხება ჩემს მომავალს, პრეზიდენტს დაველაპარები. კონტრაქტს დავასრულებ და შემდეგ გადავწყეტ. გულწრფელად რომ ვთქვა, უნდა დავიფქრდე, რადგან არ ვიცი, შეძლებ თუ არა, ისევ ასეთი დიდი რამის მიღწევას. მადლობელი ვარ პრეზიდენტის, რომ მომცა ეს შესაძლებლობა.

არგენტინის ნაკრების მწვრთნელობაზე ყველა ოცნებობს. როგორც სამწვრთნელო შტაბი, ისე ფეხბურთელები, ყველანი ვცდილობდით ბოლომდე ყველაფერი გაგვეკეთებინა. ახლა სწორია, რომ დასაფიქრებლად დრო ავიღო. ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ არგენტინის ნაკრების მწვრთნელი გავხდებოდი... წინსვლა ბევრ რამეს მოითხოვს, უპირველეს ყოვლისა, ნულიდან დაწყებას და ასეთი ჯგუფის ხელახლა აშენებას, რაც იშვიათად ხდება ორჯერ, სწორედ ეს გულს მტკენს, ძალიან რთული და მტკივნეულია“, - თქვა სკალონიმ.

შეგახსენებთ, რომ ლიონელ სკალონიმ არგენტინის ნაკრებს 2018 წლიდან ერთხელ მსოფლიოს ჩემპიონატი და ორჯერ კოპა ამერიკა მოაგებინა, ხოლო ერთხელაც მუნდიალის ფინალი წააგო.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.088232