ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუის დე ლა ფუენტემ მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში არგენტინის ნაკრებთან გამარჯვების (1:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა:
„ყველა მატჩისგან რაღაც ვისწავლეთ, ბრწყინვალე ტურნირი გვქონდა. სამწუხაროა, რომ გოლი მანამდე ვერ გავიტანეთ, რადგან მეტოქეზე უკეთ ვითამაშეთ. თუმცა, ფინალის მოგება ადვილი არასდროსაა. ძალიან ვამაყობ ჩემი ფეხბურთელებით, ისინი საუკეთესოები, გენიალურები არიან. ჩვენ არ ვართ ნაკრები, არამედ გუნდი, სწორედ ამიტომ ვართ ასეთი ძლიერები“, - თქვა დე ლა ფუენტემ.
შეგახსენებთ, რომ ესპანეთის ნაკრები მეორედ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი და ახლა, როგორც ევროპის, ისე მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონია.







