ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელმა ფერან ტორესმა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში არგენტინის ნაკრებთან გამარჯვების (1:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა:
"ყველა ფინალი რთულია, მითუმეტეს მაშინ როცა იცი რომ მოწინააღმდეგის გუნდში მესი თამაშობს. ასეთ დროს ნერვიულობა და დაძაბულობა იჩენს ხოლმე თავს, თუმცა საბედნიეროდ ჩვენ შევძელით ამის დაძლევა. ვითამაშეთ ჩვენი თამაში და არ ვუღალატეთ პრინციპებს, რამაც საბოლოოდ შედეგი გამოიღო.
ეს გოლი მხოლოდ ჩემი არ ყოფილა, ის 47 მილიონ ესპანელ გულშემატკივარს ეკუთვნის. დღეს ჩვენი ხალხისგან ძალიან შორს ვიყავით, მაგრამ მაქსიმალურად ვეცადეთ, რომ მათ თავი მაქსიმალურად ახლოს ეგრძნოთ. მჯერა ჩვენი გამარჯვება და მატჩის შედეგი ვარსკვლავებზე იყო დაწერილი.
ბევრჯერ მომისმენია ჩემს მიმართულებით კრიტიკა, მაგრამ ბედისწერა მშვენიერ რამეებს ჩუქნის მათ, ვინც ამას იმსახურებს", - განაცხადა ტორესმა.
ესპანეთის ნაკრებმა ფინალურ მატჩში სწორედ ფერან ტორესის 106-ე წუთზე გატანილი ერთადერთი გოლით მოიგეს და ისტორიაში მეორედ გახდნენ მსოფლიოს ჩემპიონები.





