ფეხბურთი

14:06 | 20.07.2026 | ნანახია [] - ჯერ

"ლივერპული“ მანუ კონეს ტრანსფერისთვის ბრძოლაში ჩაერთო

"ლივერპული“ "რომას“ ფრანგი ნახევარმცველის, მანუ კონეს შეძენით დაინტერესდა. ინფორმაციას ბრიტანული მედია ავრცელებს.

"ლივერპულის" გარდა 25 წლის ფრანგი ნახევარმცველის მიმართ ინტერესს "მანჩესტერ იუნაიტედიც" იჩენს. როგორც ირკვევა, კონე "ლივერპულის" მთავარი სამიზნე იქნება მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში.

მიუხედავად იმისა, რომ კონეს "რომასთან" მოქმედი კონტრაქტი კლუბთან კიდევ სამი წლით აკავშირებს, იტალიური კლუბი მზადაა ფეხბურთელის გაყიდვას დათანხმდეს, თუ სარფიან შეთავაზებას მიიღებენ.

შეგახსენებთ, რომ მანუ კონე "რომას" ღირსებას 2024 წლიდან იცავს და კლუბთან კონტრაქტი 2029 წლამდე აკავშირებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.163905