ფეხბურთი

14:22 | 20.07.2026 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ჟოაო გომესი „ასტონ ვილას“ ფეხბურთელია

ბრაზილიელი ნახევარმცველი ჟოაო გომესი "ვულვერჰემპტონიდან" კარიერას "ასტონ ვილაში" გააგრძელებს. ინფორმაცია ოფიციალურად ბირმინგემულმა კლუბმა დაადასტურა.

როგორც ირკვევა, 25 წლის ფეხბურთელი "ასტონ ვილაში“ იური ტილემანსის შემცვლელად მიიჩნევა, რომელიც "მანჩესტერში" გადავიდა. აღნიშნული ტრანსფერიდან "ვულვერჰემპტონი" 35 მილიონ ფუნტს მიიღებს.

გომესი „ვულვზში“ 2023 წლის იანვრიდან თამაშობდა და გუნდის ერთ-ერთ ლიდერად ჩამოყალიბდა. გასულ სეზონში მან ყველა ტურნირზე 41 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.087051