ესპანეთის ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ახალი რეკორდი დაამყარა. მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში გამარჯვების შემდეგ, ლუის დე ლა ფუენტეს გუნდის წაუგებელი სერია 38 მატჩამდე გაიზარდა, რითაც იტალიის 37-მატჩიანი რეკორდი ოფიციალურად გააუმჯობესა.
ესპანეთის შთამბეჭდავი სერია 2024 წლის მარტში დაიწყო. მას შემდეგ „ფურია როხამ“ არცერთი შეხვედრა არ წააგო, ამ პერიოდში კი ევროპის ჩემპიონობაც და მსოფლიოს ჩემპიონობაც მოიპოვა.
მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში არგენტინის დამარცხების შემდეგ, ესპანეთი FIFA-ს მსოფლიო რეიტინგშიც პირველ ადგილზე დაბრუნდა და სწორედ არგენტინას გადაასწრო.





