საქართველოს მოქმედი ჩემპიონი "იბერია" ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ასპარეზობას განაგრძობს. ანდრეი დემჩენკოს გუნდი მეორე ეტაპზე იმყოფება, სადაც მათი მეტოქე ბრატისლავის "სლოვანია".
იმ შემთხვევაში თუ ქართული კლუბი მეორე რაუნდსაც წარმატებით დაძლევს, მათი მეტოქე ჩემპიონთა ლიგის III საკვალიფიკაციო ეტაპზე შვედურ „მიალბისა“ და გიბრალტარულ „ლინკოლნ რედ იმპსს“ შორის გამარჯვებული იქნება.
"სლოვანთან დამარცხების შემთხვევაში, "იბერია" ევროპას ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე გადაინაცვლებს.
საქართველოს ჩემპიონის მეტოქე "ლარნეს" (ჩრდ. ირლანდია) და "ცრვენა ზვეზდას" (სერბეთი) შორის დამარცხებული იქნება.
ცნობისთვის, "იბერიასა" და "სლოვანის" პირველი შეხვედრა თბილისში ხვალ, 21 ივლისს 20:00 საათზე გაიმართება, ხოლო საპასუხო მატჩი 28 ივლისს არის ჩანიშნული.





