კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ორი ქართული კლუბი: "დინამო თბილისი" და გორის "დილა" ასპარეზობენ, რომლებმაც პირველი ეტაპი წარმატებით დაძლიეს.
მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გორული კლუბის მეტოქე კვიპროსული "აპოლონია", ხოლო "დინამო" ლიეტუვურ "ჟალგირისს" დაუპირისპირდება. იმ შემთხვევაში, თუ ქართული კლუბები ამ ბარიერსაც წარმატებით დაძლევენ მათი სავარაუდო მეტოქეები მესამე ეტაპზე უკვე ცნობილია:
"ჟალგირისის" დამარცხების შემთხვევაში, "დინამო თბილისის" მეტოქე კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ჰაიდუკს (ხორვატია) და "პაფოსს" (კვიპროსი) შორის დამარცხებული იქნება, ხოლო "აპოლონის" დამარცხების შემთხვევაში, გორის "დილა" მომდევნო ეტაპზე უნივერსიტატეა "კლუჟს" (რუმინეთი) და "ბრანს" (ნორვეგია) შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.
ცნობისთვის, ორივე ქართული კლუბი მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრებს საკუთარ მოედანზე 23 ივლისს გამართავენ, ხოლო საპასუხო შევედრები ერთ კვირაში, 30 ივლისს არის ჩანიშნული.





