ფეხბურთი

18:06 | 20.07.2026 | ნანახია [] - ჯერ

მბაპეს ზედიზედ მეორედ ბომბარდირობა, ოლისეს რეკორდი და სხვა

მსოფლიოს ჩემპიონატი დასრულდა და ბომბარდირის ჯილდო ზედიზედ მეორედ კილიან მბაპემ მოიგო.

კატარში 8 გოლის შემდეგ ფრანგმა ამჯერად 10 გოლი გაიტანა და 1970 წლის შემდეგ გახდა პირველი, ვინც ერთ მუნდიალზე ამდენი გოლი გაიტანა. მაშინ გერდ მიულერი გახდა 10 გოლით ბომბარდირი.

მბაპეს სულ 22 გოლი აქვს მსოფლიოს ჩემპიონატზე (სამ მუნდიალზე, 22 მატჩში) და ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია. მოკლედ, მუნდიალი კილიანის საყვარელ ტურნირად იქცა.

2026 წლის მუნდიალის ბომბარდირთა დავა

1. კილიან მბაპე (საფრანგეთი) – 10 გოლი, 4 საგოლე პასი

2. ლიონელ მესი (არგენტინა) – 8 გოლი, 4 საგოლე პასი

3. ჯუდ ბელინგემი (ინგლისი) – 7 გოლი, 1 საგოლე პასი

4. ერლინგ ჰოლანდი (ნორვეგია) – 7 გოლი

5. უსმან დემბელე (საფრანგეთი) – 6 გოლი, 2 საგოლე პასი

6. ჰარი კეინი (ინგლისი) – 6 გოლი, 1 საგოლე პასი

საგოლე პასებით საუკეთესო მაიკლ ოლისე იყო, რომელმაც მუნდიალი უგოლოდ დაასრულა, მაგრამ სამაგიეროდ, თანაგუნდელებს 7 გოლი გაატანინა და რეკორდიც დაამყარა: აქამდე, არ ყოფილა შემთხვევა, როცა ერთ მუნდიალზე ამდენი საგოლე პასი ვინმეს გაეკეთებინოს. ოლისემ პელეს რეკორდი გააუმჯობესა, რომელმაც 1970 წელს თავი 6 საგოლე პასით გამოიჩინა.

ოლისეს შემდეგ 4-4 ასისტით გამოირჩნენ კილიან მბაპე, ლიონელ მესი, ბრუნო გიმარაეში, ბრაიმ დიასი და მარტინ ოდეგორი. სტატისტიკურად კარგი მუნდიალი ჰქონდა ბუკაიო საკასაც (3-3 გოლი და საგოლე პასი), მიუხედავად იმისა, რომ თომას ტუხელი ძირითად შემადგენლობაში არ ათამაშებდა.

შეგახსენებთ, რომ ფიფამ ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად როდრი დაასახელა, საუკეთესო ახალგაზრდად პაუ კუბარსი, ხოლო საუკეთესო მეკარედ უნაი სიმონი - ყველა ესპანელი.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.169635