ფეხბურთი

18:31 | 20.07.2026 | ნანახია [] - ჯერ

რუდი გარსიამ ბელგიის ნაკრები დატოვა

რუდი გარსიამ ბელგიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.

ფრანგმა სპეციალისტმა გადადგომის შესახებ გააკეთა განცხადება და 31 ივლისიდან ის „წითელი ეშაკების“ თავკაცი აღარ იქნება. გარსიამ ბელგიის ნაკრები 2025 წელს ჩაიბარა და აწ დასრულებულ მსოფლიოს ჩემპიონატზე მეოთხედფინალში გაიყვანა, სადაც დაძაბულ ბრძოლაში მომავალ ჩემპიონ ესპანეთთან 1:2 დამარცხდა. ბელგია ერთადერთი გუნდი იყო, რომელმაც მუნდიალზე ესპანეთს გოლი გაუტანა.

რუდი გარსიას „სენტ ეტიენში“, „დიჟონში“, „ლე მანში“, „ლილში“, „რომაში“, „მარსელში“, „ლიონში“, „ალ-ნასრსა“ და „ნაპოლიში“ უმუშავია.

ვინ იქნება ბელგიის ნაკრების ახალი მწვრთნელი ჯერჯერობით უცნობია, მაგრამ ბელგიურ მედიაში მარკ ვან ბომელის ვარიანტი დაასახელეს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.157563