ფეხბურთი

20:03 | 20.07.2026 | ნანახია [] - ჯერ

ესპანეთში საჩემპიონო ზეიმზე 13 წლის მოზარდი დაიღუპა

ესპანეთის ქალაქ სიუდად როდრიგოში საჩემპიონო ზეიმზე ტრაგედია მოხდა. 13 წლის ბიჭი გარდაიცვალა.

ქალაქის ცენტრში, შადრევანში გულშემატკივრები ესპანეთის ნაკრების მსოფლიოს ჩემპიონობას ზეიმობდნენ, რის შედეგადაც, შადრევანმა წონას ვერ გაუძლო და ჩამოინგრა, ხოლო 13 წლის მოზარდმა თავი ქვას დაარტყა. მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ მოახერხეს.

ქალაქში ორდღლიანი გლოვა გამოცხადდა და დროშები დაეშვა. მერიამ ოჯახს სამძიმარი გამოუცხადა და დახმარებას დაჰპირდა. თუმცა, ქალაქის ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ შადრევანი მუდმივად იწმინდებოდა, უტარდებოდა შემოწმებაც და მას დაზიანება არ აღენიშნებოდა.

გარდა ამისა, დაზიანდა ორი ადამიანიც, ერთს მოტეხილობა აქვს, მეორე კი მსუბუქად.

ესპანეთის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში არგენტინა დამატებით დროში 1:0 დაამარცხა და ისტორიაში მეორედ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.158903