ფეხბურთი

23:56 | 20.07.2026 | ნანახია [] - ჯერ

მესი: "უზარმაზარი ტკივილია, რომლის შეხორცებას დრო დასჭირდება"

არგენტინის ნაკრების ფეხბურთელმა ლიონელ მესიმ მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში ესპანეთთან მარცხის (0:1) შემდეგ სოციალურ ქსელში წერილი გამოაქვეყნა:

„ტკივილი უზარმაზარია და ჭრილობის შეხორცებას დრო დასჭირდება. თუმცა, ლამაზ მოგონებებსაც ვინახავ - თამაშებს, რომლებიც დავაქამბექეთ და ყველაფერი გავიღეთ, რაც სამუდამოდ დარჩება ჩვენს მეხსიერებაში. მთელი ქვეყნის მხარდაჭერას, რომელმაც, ამ ჯგუფის შრომისმოყვარეობასთან და ერთგულებასთან ერთად, კიდევ ერთხელ მიგვიყვანა მსოფლიოში საუკეთესოთა შორის. დღეს ძნელია სრულად დავაფასოთ ის, რასაც მივაღწიეთ, მაგრამ ამ ჯგუფმა ზედიზედ ორჯერ მიაღწია მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალს. დიდი მადლობა ყოველი მოკითხვისა და შეტყობინებისთვის. კიდევ ერთხელ, შევძელით გაერთიანება და ერთად დგომა. ასევე მინდა მივულოცო ესპანეთს გამარჯვება“, - წერს მესი.

შეგახსენებთ, რომ არგენტინის ნაკრების ესპანეთის ნაკრებთან 0:1 დამარცხდა. მესისთვის ეს იყო მეექვსე მსოფლიოს ჩემპიონატი და სამჯერ მან ფინალში ითამაშა, საიდანაც ერთი მოიგო, ორჯერ კი დამარცხდა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.08776