„პარი სენ-ჟერმენი“ ბირმინგემის „ასტონ ვილადან“ ლუკა დინის დაიმატებს. ტრანსფერზე 100%-ით შეთანხმება მიღწეულია.
ფრანგი მცველის ტრანსფერი უახლოეს დღეებში ოფიციალურად უნდა დადასტურდეს და ის პარიზელებთან კონტრაქტს 2029 წლის ზაფხულამდე გააფორმებს. დინი პსჟ-ში თუ არაფერი მოულოდნელი მოხდა, ნუნუ მენდეშის ალტერნატიული ვარიანტი იქნება.
ლუკა დინი "ასტონ ვილას" ღირსებას 2022 წლიდან იცავს, იქამდე კი, "ევერტონის", "ბარსელონას","რომას" და "ლილის" წევრი იყო. საფრანგეთის ნაკრებში 64 თამაში აქვს ჩატარებული.





