მსოფლიოს ჩემპიონატის დასრულების შემდეგ ფიფამ რეიტინგი განაახლა, რომელშიც ლოგიკურია, რომ ბევრი ცვლილება მოხდა, თუმცა, ეს არ შეხებია საქართველოს ნაკრებს.
ვილი სანიოლის გუნდი 1355.26 ქულით ისევ 72-ე ადგილს იკავებს და ცვლილება რომ არ შეეხო ბუნებრივია, რადგან საქართველოს მსოფლიოს ჩემპიონატზე არ უთამაშია.
...70. ჩრდ. ირლანდია - 1365. 30 ქულა
71. იამაიკა - 1357.84
72. საქართველო - 1355.26
73. იორდანია - 1350.41
74. ისლანდია - 1342.77
მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ რეიტინგის ლიდერი შეიცვალა: ესპანეთი გალიდერდა, არგენტინას გაუცვალა ადგილი. ათეულში სხვა ცვლილებებიცაა: ბრაზილია და მაროკო თითო პოზიციით დაწინაურდნენ, ისევე, როგორც ბელგია, პორტუგალიამ ორი საფეხური დაკარგა, ხოლო ნიდერლანდებმა - ერთი. ათეულში შევიდა მექსიკა, რომელმაც 4 პოზიციით განიცადა წინსვლა და მეათეა.
ყველაზე დიდი წინსვლა ნორვეგიამ განიცადა, რომელიც 12 ადგილით დაწინაურდა და ახლა მე-19 ადგილზეა, ყველაზე დიდი რეგრესი ტუნისს აქვს - 12 პოზიცია.
ფიფას რეიტინგის ტოპათეული ასეთია:
1. ესპანეთი - 1995.88 ქულა
2. არგენტინა - 1970.37
3. საფრანგეთი - 1948.97
4. ინგლისი - 1922.83
5. ბრაზილია - 1804.92
6. მაროკო - 1803.99
7. პორტუგალია - 1787.85
8. ბელგია - 1778.36
9. ნიდერლანდები - 1775.54
10. მექსიკა - 1754.30
ფიფა რეიტინგს მორიგი სანაკრებო ფანჯრის შემდეგ, 7 ოქტომბერს განაახლებს.







