ბელგიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი შესაძლოა მარკ ვან ბომელი გახდეს. მხარეებს შორის მოლაპარაკებები დაიწყო.
ბელგიის ფეხბურთის ფედერაცია 49 წლის სპეციალისტს ორწლიან კონტრაქტს სთავაზობს, რომელიც ძალაში ევრო 2028-ის ბოლომდე იქნება. ჯერჯერობით, შეთანხმება მიღწეული არაა.
ნიდერლანდელი ბოლოს სწორედ ბელგიაში მუშაობდა, სადაც 2022-2024 წლებში „ანტვერპენის“ თავკაცი იყო, ხოლო მანამდე „ვოლფსბურგსა“ და პსვ ეინდჰოვენში მუშაობდა.
შეგახსენებთ, რომ მარკ ვან ბომელმა ნიდერლანდების ნაკრებში 2000-2012 წლებში 79 მატჩი ჩაატარა. ბელგიის ნაკრები რუდი გარსიამ დატოვა, რომელმაც თანამდებობა მსოფლიოს ჩემპიონატის დასრულების შემდეგ დატოვა.







