ლიონელ სკალონიმ შესაძლოა არგენტინის ნაკრები დატოვოს. მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალის შემდეგ მან განაცხადა, რომ დეკემბრამდე დარჩება, მაგრამ შემდეგ არ იცის - მოსაფიქრებლად დრო სჭირდება.
უფრო დიდი შანსია, რომ სკალონი წავიდეს, ვიდრე დარჩეს. შესაბამისად, უკვე დაიწყო მსჯელობა, თუ ვინ შეიძლება ის შეცვალოს.
როგორც არგენტინული მედია წერს, სკალონის შეცვლის მთავარი კანდიდატი მარსელო გალიარდოა. თუმცა, AFA-ს ოცნება დიეგო სიმეონეა. ეს რთული იქნება, იმის გათვალისწინებით, რომ ჩოლო ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელია და არგენტინის ფეხბურთის ასოციაციას მისი პირობების დაკმაყოფილება გაუჭირდება, თუ რა თქმა უნდა, სიმეონე დათმობაზე არ წავა.
შეგახსენებთ, რომ ლიონელ სკალონი არგენტინის ნაკრებს 2018 წლიდან ავარჯიშებს და ერთხელ მსოფლიოს ჩემპიონატი მოაგებინა, ორჯერ კოპა ამერიკა, ხოლო ერთხელაც მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში დამარცხდა.







