ფეხბურთი

18:45 | 21.07.2026 | ნანახია [] - ჯერ

ჯიჯი ბუფონი იტალიის ნაკრებში ბრუნდება

ჯანლუიჯი ბუფონი იტალიის ნაკრებში ბრუნდება. ამის შესახებ ინფორმაციას ნიკოლო სკირა ავრცელებს.

ცნობილი იტალიელი ინსაიდერის ცნობით, ბუფონი იტალიის ნაკრების დელეგაციის ხელმძღვანელი გახდება. მოსალოდნელია, რომ ეს ამბავი მომდევნო დღეებში ოფიციალურად დადასტურდება.

ბუფონი იტალიის ფეხბურთის ფედერაციაში აქამდეც მუშაობდა, საიდანაც ბოსნიასთან მატჩის შემდეგ წავიდა, მაგრამ როგორც ჩანს, დროებით - ის დაბრუნდება.

შეგახსენებთ, რომ ფეხბურთის ფედერაციაში ცვლილებებია, რომელსაც ახალი პრეზიდენტი ჰყავს ჯოვანი მალაგოს სახით, ხოლო პაოლო მალდინი იტალიის ნაკრების ტექნიკურ დირექტორად დაინიშნა. როგორც ჩანს, ახლა ნაკრებში კიდევ ერთი ლეგენდა დაბრუნდება. ჯიჯი ბუფონი იტალიის ნაკრების რეკორდსმენია მატჩების რაოდენობით. მან 1997-2018 წლებში „აძურის“ მაისური 176-ჯერ მოირგო.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.086401