ფეხბურთი

15:24 | 21.07.2026 | ნანახია [] - ჯერ

„იუვენტუსმა“ მომავალი სეზონის გასვლითი ფორმა წარადგინა

ტურინის „იუვენტუსმა“ 2026/2027 წლების სეზონის გასვლითი ფორმა წარადგინა. გერმანული კომპანია Adidas-ი იტალიური კლუბის ტექნიკური სპონსორია.

შეგახსენებთ, რომ „ბებერმა ქალბატონმა“ გასული სეზონი მეექვსე ადგილზე დაასრულა და უეფას ევროპა ლიგის საგზური მოიპოვა. „ინტერმა“ იტალიის ჩემპიონატი 87 ქულით მოიგო. მეორე ადგილზე „ნაპოლი“ გავიდა, ხოლო სამეულში „რომა“ მოხვდა. მეოთხე ადგილზე „კომო“ გავიდა.

„პიზა,“ „ვერონა“ და „კრემონეზე“ პირდაპირ სერია B-ში გავარდნენ. იტალიის უმაღლესი ლიგის ახალი სეზონი 2026 წლის 23 აგვისტოს იწყება და 2027 წლის 30 მაისს მთავრდება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.087999