„უდინეზემ“ ნიკოლო ძანიოლოსთან შეთანხმებას მიაღწია, რომელსაც კონტრაქტი გაუხანგრძლივა.
ახალი შეთანხმების თანახმად, ძანიოლო უდინელთა რიგებში 2029 წლის ზაფხულამდე დარჩება. შეთანხმება ითვალისწინებს თანამშრომლობის ერთი წლით განახლებასაც. მისი ხელფასი სეზონში 1.8 მილიონი ევრო იქნება.
ძანიოლო შემტევი ნახევარმცველია და შეიძლება, გარკვეულწილად, გიორგი ჩაკვეტაძის კონკურენტადაც მოვიაზროთ. ყოველ შემთხვევაში, სტილისტურად ეს ფეხბურთელები ერთმანეთს ჰგვანან.
ნიკოლო ძანიოლომ გასულ სეზონში „უდინეზეს“ მაისურით 34 მატჩში 6 გოლი გაიტანა. მანამდე მას „ფიორენტინაში“, „ატალანტაში“, „ასტონ ვილაში“, „გალათასარაიში“, „რომასა“ და „ვირტუს ენდელაში“ უთამაშია.





