ფეხბურთი

13:25 | 22.07.2026 | ნანახია [] - ჯერ

კრისენსიო სამერვილისთვის ბრძოლაში "ალ-ჰილალმა" "რომას" აჯობა

ნიდერლანდების ნაკრების ფეხბურთელი კრისენსიო სამერვილი კარიერას „ვესტ ჰემიდან“ დიდი ალბათობით, „ალ-ჰილალში“ გააგრძელებს.

ნიდერლანდელის ხელფასი საუდის არაბეთში წელიწადში 16 მილიონი ევრო იქნება, რაც გარიგების დასასრულებლად შეიძლება გადამწყვეტი გამოდგეს. აღსანიშნავია, რომ მანამდე ტრანსფერზე შეთანხმება „რომას“ ჰქონდა, რომელიც სეზონში მხოლოდ 4.5 მილიონ ევროს სთავაზობდა.

თუმცა, როდესაც საქმეში „ალ-ჰილალი“ სარფიანი შეთავაზებით ჩაერთო, სიტუაცია შეიცვალა, რადგან არაბების ფინანსური პირობები, როგორც "ვესტ ჰემისთვის", ისე ფეხბურთელისთვის უფრო მომგებიანია. „ვესტ ჰემი“ 75 მილიონ ევროს მიიღებს. თუმცა, სამერვილს ჯერ საბოლოო პასუხი არ გაუცია - მასთან "რომას" მწვრთნელმა ჯანპიერო გასპერინიმაც პირადად ისაუბრა. "ალ-ჰილალი" ნიდერლანდელის საბოლოო გადაწყვეტილებას ელოდება.

24 წლის ფეხბურთელმა „ვესტ ჰემის“ მაისურით ბოლო ორ სეზონში 56 შეხვედრაში 8 გოლი გაიტანა. მანამდე ის „დორდრეხტის“, „დენ ჰააგის“ და „ლიდსის“ ღირსებას იცავდა. ნიდერლანდების ნაკრებში კი ექვს თამაშში ორი გოლი გაიტანა, ორივე მსოფლიოს ჩემპიონატზე.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.151716