ფეხბურთი

23:09 | 21.07.2026 | ნანახია [] - ჯერ

ლუკა მოდრიჩმა "მილანში" დარჩენა გადაწყვიტა

ლეგენდარულმა ხორვატმა ფეხბურთელმა ლუკა მოდრიჩმა კარიერის დასრულება გადაიფიქრა და კიდევ ერთი სეზონი ითამაშებს.

40 წლის ნახევარმცველი „მილანს“ სიტყვიერად შეუთანხმდა ახალ კონტრაქტზე, ძველს კი ვადა 30 ივნისს გაუვიდა. მოდრიჩი „როსონერიში“ შეთანხმების საფუძელზე 2027 წლის ზაფხულამდე დარჩება და სეზონში 4.5 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.

ლუკას შენარჩუნებაში დიდი წვლილი მილანელთა ახალ მთავარ მწვრთნელს - რუბენ ამორიმს მიუძღვის, რომელსაც სურდა გუნდში მისი დარჩენა. ის ხორვატს პირადად ესაუბრა.

ლუკა მოდრიჩმა გასულ სეზონში „მილანის“ მაისურით 37 შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა. ხორვატის კარიერის ოქროს წლები მადრიდის „რეალს“ უკავშირდება, სადაც ყველაფერი მოიგო და 597 თამაშში 43 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.162698