ბრატისლავის „სლოვანის“ მთავარმა მწვრთნელმა იაია ტურემ ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში „იბერიასთან“ გამარჯვების (2:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა.
„გამარჯვება დავიმსახურეთ. რთული მატჩი გვქონდა, განსაკუთრებით ბოლო ნახევარი საათის განმავლობაში. პირველი ტაიმი საკმაოდ კარგი იყო ჩვენთვის, კმაყოფილი ვარ ჩვენი თამაშით და ფეხბურთელების მიდგომაც ბრწყინვალე იყო. შესვენების შემდეგ უფრო გაგვიჭირდა, „იბერია“ უფრო წინ წავიდა, რისკზე წავიდა და შეუტია, მაგრამ თამაშის კონტროლი ვცადეთ, დიდი სივრცე არ მივეცით და არც ბევრი შანსი შევაქმნევინეთ.
ჯერ კიდევ გარკვეულ პროცესში ვართ და ვიცი, რომ კიდევ ბევრი რამ გვაქვს გასაუმჯობესებელი. მინდა გუნდთან ერთად გარკვეულ ეტაპამდე მივიდე და უნდა გესმოდეთ, რომ ამას გარკვეული დრო სჭირდება. თუმცა, გასახდელში არსებული მენტალიტეტით და ფეხბურთელების ბრწყინვალე დამოკიდებულებით კმაყოფილი ვარ, მათ დღეს მოედანზე იდეალური სამუშაო გასწიეს. ეს გამარჯვება მათი დამსახურებაა. ვწუხვარ ანდრაჟ შპორარის იძულებითი შეცვლის გამო, რომელსაც ფეხში დისკომფორტი ჰქონდა, სიფრთხილის მიზნით მისი მოედნიდან გაყვანა გადავწყვიტეთ. ჯერ ზუსტად არ ვიცით, რა დაემართა, მომდევნო რამდენიმე დღეს დაველოდოთ. ჯერჯერობით მეტი ინფორმაცია არ მაქვს.
დღეს რამდენიმე მნიშვნელოვანი მოთამაშე გვაკლდა, მაგრამ მოვახერხეთ ის, რაზეც მთელი კვირის განმავლობაში ვმუშაობდით და ჩვენი გეგმა განვახორციელეთ. ეს გუნდური თამაში იყო, მაგრამ ინდივიდუალურად ძალიან რთული იქნებოდა. ასევე კმაყოფილი ვარ დაცვითი ფაზის თამაშით, დაცვის ხაზმა შესანიშნავად იასპარეზა, მეკარის ჩათვლით. თუმცა, წინ კიდევ ერთი მატჩი გველის, სახლშიც მოგება გვსურს“, - თქვა ტურემ.
შეგახსენებთ, რომ „სლოვანისა“ და „იბერიას“ საპასუხო შეხვედრა 29 ივლისს, ბრატისლავაში გაიმართება.







