ფეხბურთი

0:27 | 22.07.2026 | ნანახია [] - ჯერ

ოთარ კიტეიშვილის საგოლე პასი "ჰართსთან" ჩემპიონთა ლიგაზე

გრაცის „შტურმმა“ ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე შოტლანდიური „ჰართსი“ 4:0 გაანადგურა, ოთარ კიტეიშვილმა კი საგოლე პასი გააკეთა.

ქართველი მოედანზე 46-ე წუთზე შევიდა, რადგან სრული მატჩის სათამაშოდ მზად არ იყო. 50-ე წუთზე მისი პასით მეტოქის კარი ჯეილანდ მიტჩელმა დალაშქრა და იმ დროისთვის ანგარიში 2:0 გახადა. გიზო მამაგეიშვილს ამ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია.

„შტურმისთვის“ და კიტეიშვილისთვის ეს სეზონში პირველი თამაში იყო. საპასუხო მატჩი შოტლანდიაში 28 ივლისს შედგება. მანამდე „შტურმი“ ავსტრიის თასზე ითამაშებს, ხოლო 1 აგვისტოს, ბუნდესლიგის პირველ ტურში „ტიროლს“ შეხვდება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.09623