ლონდონის „ჩელსიმ“ მორგან როჯერსი დაიმატა. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.
ინგლისელმა შემტევმა კონტრაქტი 2032 წლამდე გააფორმა, ხოლო ტრანსფერის ღირებულება 138 მილიონი ევროა, რითაც როჯერსი ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ინგლისელი ფეხბურთელი გახდა.
„მიხარია, რომ ლონდონის ყველაზე დიდ კლუბში მოვხვდი“, - თქვა კონტრაქტზე ხელის მოწერის შემდეგ მორგანმა, რომლის შეძენა „არსენალს“ სურდა, მაგრამ „ჩელსიმ“ აჯობა.
მორგან როჯერსი „ასტონ ვილაში“ 2023 წლიდან თამაშობდა და 125 მატჩში 31 გოლი გაიტანა. მისი კარიერა „ვესტ ბრომვიჩში“ დაიწყო, შემდეგ „მანჩესტერ სიტიში“ გადავიდა, საიდანაც იჯარით „ლინკოლნში“, „ბორნმუთში“, „ბლექპულსა“ და „მიდლსბროში“ ირჯებოდა, ხოლო ინგლისის ნაკრებში 22 თამაშში 1 გოლი აქვს გატანილი.





